მიკრო სესხი

რა არის მიკროკრედიტები, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები? ხალხს მუდმივად სჭირდება ფული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოიქმნება გაუთვალისწინებელი სიტუაციები. მაგრამ ძალიან ხშირად, სხვადასხვა გარემოებების გამო, ბანკებს სესხის გაცემა არ შეუძლიათ, ამიტომ თქვენ უნდა მიმართოთ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს მცირე სესხებისთვის. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება ნახოთ მსგავსი ტიპის განცხადებები ქუჩაში, რომელიც გთავაზობთ უამრავ ფულს დაბალი საპროცენტო განაკვეთით. რა არის მიკროკრედიტი? ღირს თუ არა მისი აღება? როგორ მივიღოთ ამ ტიპის სესხი სწრაფად? რა არის ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

მიკრო საფინანსო ორგანიზაციები - რა არის ეს? ასეთი კომპანიები ანუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ მოსახლეობის დაკრედიტებას. მსგავსი საწარმოების საქმიანობა რეგულირდება კანონით და ხოლო თვით კომპანიები სპეციალურ რეესტრში არიან შეყვანილი. კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ ან/და ზღუდავენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მუშაობას, ჯერ არ არის საკმაოდ მყარი, თუმცა ეს ბიზნესი ძალიან სწრაფად ვითარდება. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შეისწავლოთ დეტალურად სასესხო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერთ სესხის მიღებისთანავე. ბუნებრივია, მსესხებლებმა კარგად იციან მოვალის პოტენციური არასაიმედოობის შესახებ, ამიტომ დოკუმენტაცია მზადდება ყურადღებით, თუმცა ყოველთვის არ არის შემოწმებული. და თუ არ გადაიხდით სესხს, საკმაოდ მკაცრი ჯარიმები დაგეკისრებათ - ვალის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ორჯერ ან სამჯერ, ისევე როგორც საპროცენტო დავალიანებაც სწრაფად გაიზრდება. გარდა ამისა, თუ თქვენ დაჟინებით განაგრძობთ სესხის გადახდაზე თავის შეკავებას, მაშინ მათ ააქვთ უფლება გადასცენ მონაცემები სპეციალიზებულ იურიდიულ ორგანიზაციებს. რა შემთხვევაში გაიცემა მიკროკრედიტები? იმათ ვისაც სურს ასეთი სესხის აღება, ხშირად, მიმართავენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემდეგ შემთხვევებში: როდესაც შეუძლებელია ბანკისგან ჩვეულებრივი სესხის მიღება, მიმდინარე სამუშაოს არარსებობის შემთხვევაში, ცუდი საკრედიტო ისტორიის ან არასაკმარისი გარანტიების გამო. როდესაც არა აქვს აზრი ჩვეულებრივი სესხი იღებას.

ეს ხდება მაშინ, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მცირე თანხა გჭირდებათ, ხოლო ბანკები მხოლოდ გრძელვადიან სესხებს გასცემენ. როდესაც არ არის საკმარისო დრო საჭირო დოკუმენტების მოსაგროვებლად (თქვენ უნდა შეაგროვოთ დოკუმენტები, ეწვიოთ ბანკს და ა.შ.), ხოლო მსგავსი კრედიტის მიღება სპეციალურ ორგანიზაციაში გაცილებით უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. მიკროკრედიტის აღება დოკუმენტაციის პაკეტის წარდგენის გარეშე შესაძლებელია 10 წუთის განმავლობაში. მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ ვალის დაბრუნების სპეციფიკა და პირობები, რადგან ხშირად იმის გამო, რომ სწრაფად მიიღოთ თანხა, ჩვენ არც კი გვესმის, თუ რას მოითხოვს ჩვენგან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. მიკროკრედიტები: თითოეულ დაწესებულებაში მიკროკრედიტის  მოპოვების თავისებურებების დადებითი და უარყოფითი მხარეები განსხვავებულია, რადგან თითოეულ მფლობელს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ეს ძირითადად დაკავშირებულია გადასახადების რაოდენობასთან ან საპროცენტო განაკვეთთან. მაგრამ საქმე მდგომარეობს იმაში, რომ კრედიტის აღება ნებისმიერი კატეგორიის მოქალაქისთვის სარგებლის მომტანია: სესხის დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ბანკებსა და ფინანსური ინსტიტუტების ძირითად  ნაწილს სესხის დაბრუნებისთვის ძალიან მკაცრად განსაზღვრული ვადები აქვთ და თუ სესხის ადრე გადახდა სურთ, მათ შეუძლიათ დამატებითი შენატანის გაკეთება მოითხოვონ. მიკროსესხების კომპანიებში თანხის ნაადრევად გადახდის წახალისებაც კი ხდება - შემდეგ დროს შესაძლებელი იქნება უფრო დიდი თანხის აღება. ორგანიზაცია არ ამოწმებს დოკუმენტაციას, საკრედიტო ისტორიას და რიგითი ბანკების სხვა მოთხოვნებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მიკრო სესხი, ფორმალური დასაქმების (მთავარია პირი იყოს 18 წლის) ან სხვა ფაქტორების მიუხედავად. შესაძლებელია სესხის გაცემის ვადების გაგრძელება. ისევე როგორც საბანკო სესხების დროს, თუ მოვალეს ამ მომენტისთვის არ შეუძლია თანხის დაბრუნება, უმჯობესია ამის შესახებ კრედიტორებს აცნობოს. მათი უგულვებელყოფა გამოიწვევს ბევრად უფრო სერიოზულ შედეგებს, მაგრამ  თუ მიმართავთ მიკო საფინანსო ორგანიზაციებს, მათ შეუძლიათ რესტრუქტურიზაციის გაფორმება ან ვადების სხვაგვარად გაგრძელება. სესხის გაფორმება ხდება ძალიან სწრაფად. მაშინ როცა უმეტეს კომპანიებში "განაცხადის დადასტურების" პროცედურა რამდენიმე წუთს იკავებს, ბანკები მართლაც, რომ რუდუნებით ამოწმებენ თქვენს გადახდისუნარიანობას. სესხის გატანა ონლაინ რეჟიმში. ბევრმა ორგანიზაციამ უზრუნველყო მიკროსესხების გაცემა საიტების მეშვეობით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ყველა მონაცემის ხელით შეყვანა, დოკუმენტების ქსეროასლები გაგზავნა და მენეჯერების პასუხის ლოდინი. პროცედურას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ თანხას მიიღებთ საბანკო ბარათზე.  WebMoney ან სხვა გადახდის სისტემაზე . რა საშიშროებას წარმოადგენს მიკროსესხები? ასეთ კომპანიებს აქვთ ასევე უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებენ იმაზე, თუ როგორ დააბრუნებთ მათ თანხას: შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო დიდი თანხის დაბრუნება საპროცენტო განაკვეთისა და გადავადების „ბონუსების“  გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განაკვეთის უეცარი ზრდა ნებისმიერ მომენტში. ერთი გადასახადის გადავადების შემთხვევაშიც კი მიკროსაფინანსო დაწესებულებას შეუძლია თქვენი საქმე გადასცეს კოლექტორებს. არსებობს თაღლითებთან მოხვედრის რისკიც, ამიტომაც ყოველთვის აუცილებელია ფირმის დოკუმენტაციის შემოწმება ან მისი პოვნა ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ რეესტრში.

როგორ მოვატყუოთ მიკროსესხებს? ლეგალურად  ვალის თავიდან არიდების გზა არ არსებობს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულებაში თქვენ მიუთითეთ თქვენი საპასპორტო მონაცემები, ამიტომ კრედიტორებს აქვთ უფლება, მოითხოვონ თანხის დაბრუნება ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისად. მაგრამ ამავე დროს, უკრაინის კანონები ჯერ კიდევ საკმარისად ზუსტ და ხარისხიან  რეგულირებას ამ კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფენ და სასამართლოები აცნობიერებენ იმას, რომ საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. ასევე იურისპრუდენციაში არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის წინასწარ განსაზღვრული გარიგება. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ან პირმა, რომელიც ფლობს თანხას, შესთავაზა ის სხვას წამგებიანი პროცენტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება.

თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ ყველა გადაწყვეტილება და კონტრაქტი სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამას შესაძლოა დასჭირდეს ბევრად მეტი საშუალება, ვიდრე ვალის დაბრუნებას.

მიკროკრედიტები ეს არის შესაბამისი ორგანიზაციებიდან აღებული მცირე სესხები, რომლებსაც გასცემენ მაღალი საპროცენტო განაკვეთით. სესხის მისაღებად პრაქტიკულად არ არის საჭირო დოკუმენტაცია - არ არის საჭირო ცნობა სამუშაო ადგილიდან, ცნობა გადახდისუნარიანობის შესახებ, მხოლოდ საპასპორტო მონაცემები.

ის შეიძლება გაიცეს მხოლოდ მოკლე პერიოდით - ერთი კვირიდან ერთ თვემდე ვადით (იშვიათ შემთხვევებში - ერთი წლის ვადით). ასევე, დღიურმა საპროცენტო განაკვეთმა შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე პროცენტს.